"2004 წლიდან ანტილოპა გნუ ისწავლიდა ქართულ ენას, რა გახდა?" - ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მცხეთაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მორიგი განცხადება გააკეთა:

"ეს ხალხი უკვე ქართულად ვეღარ მეტყველებს ნორმალურად, ან არც მეტყველებდა. 2004 წლიდან ანტილოპა გნუ ისწავლიდა ქართულ ენას. რა გახდა?

ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა ვინც ჩვენთან ცხოვრობენ იმათმა ისწავლეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ეს სამშობლო კი არ არის მათთვის, ეს სამუშაო ადგილია, სადაც შეიძლება გამდიდრება", - აღნიშნა ვაშაძემ.