„სალომე ქართველია? რატომ უნდათ, რომ დაღუპონ ეს ქვეყანა?

„სალომე ქართველია? რატომ უნდათ, რომ დაღუპონ ეს ქვეყანა?"

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს.

„სალომე ქართველია? მითხარით სალომე იცის ქართული ენა? ის ჩვენი ქვეყნის პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ? რატომ უნდათ რომ დაღუპონ ეს ქვეყანა? რამდენი ადამიანი დაგვასვა ივანიშვილმა რომელმაც არ ივარგა. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც არის განათლებული, თავისი სამშობლოს მოსიყვარულე, რომელმაც იცის ქართული ენა,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.