თუ ჩანგალზე უარს ამბობთ და ხელით ჭამა გირჩევნიათ, თქვენ კრეატიული ადამიანი ხართ - ფსიქოლოგების დასკვნა

თუ ჩანგალზე უარს ამბობთ და ხელით ჭამა გირჩევნიათ, თქვენ კრეატიული ადამიანი ხართ - ფსიქოლოგების დასკვნა

ჩანგლით საჭმლის მირთმევა სუფრასთან ქცევის წესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ადამიანის კარგ მანერებთან ასოცირდება, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ჩანგლის გამოყენება და ურჩვენიათ საკუთარი ხელით მიირთმევან საჭმელს.

რა თქმა უნდა, პიცას, ხაჭაპურს და მსგავს საჭმელებს თუ ჩანგლით არ შეჭამთ, არავის გაუკვირდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ხელით მიირთმევენ ისეთ საჭმელს, რომელთა მირთმევაც ჩანგლის გარეშე ზოგიერთისთვის წარმოუდგენელია - მაგალითად სპაგეტის.

ფსიქოლოგების განმარტებით თუ ჩანგალზე უარს ამბობთ და საკუთარი ხელით მირთმევა გირჩევნიათ, ეს თქვენს პიროვნებაზე ბევრ საიდუმლოს ავლენს.

1. ეს ნიშნავსრომ სხვა ადამიანებზე უფრო მეტად გიყვართ თავგადასავლები - თქვენ ხართ უნიკალური ადამიანი, ზებთ საინტერესო ცხოვრებას, თავგადასავლებს,

2. თქვენ ხართ ადამიანირომელიც უბრალოდ კი არ ცხოვრობსარამედ ცდილობსრომ ცხოვრებას განსაკუთრებული სურნელი და არომატი შესძინოს - ყოველი წუთი დაუვიწყარი იყოს. როდესაც ხელით მიირთმევთ, საკვებს განსაკურებულ გემოს ატანთ და ცხოვრებაშიც ასე ხართ - გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებას განსაკუთრებული გემო ჰქონდეს.

3. თქვენ ხართ უფრო მეტად კრეატიულივიდრე ისინივისაც ჩანგლით ჭამა ურჩევნიათ - ინოვაციური იდეებითაა თქვენი გონება სავსე. ხშირად არღვევთ წესებს და არასოდეს მიჰყვებით საზოგადოებისგან დადგენილ ნორმებს. გამოირჩევით შემოქმედებითი უნარებით.

4. იცითრომ ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია და დიდ ყურადღებას აქცევთ მას - ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, იშვიათად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები.

5. სხვებზე ზრუნვა თქვენთვის უმნიშვნელოვანესიახშირად სხვა ადამიანების ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებთ - შეგიძლიათ სხვების გამო საკუთარი საქმეები გადადოთ და ყველაფერი გააკეთოთ საყვარელი ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად.

6. ყოველთვის ამბობთ იმასრასაც ფიქრობთ - პირდაპირი ადამიანი ხართ. არ გჩვევიათ პირფერობა. გირჩევნიათ ადამიანებს ყოველთვის უთხრათ სიმართლე, რამდენადაც მწარე უნდა იყოს ის.