მანუჩარ კაჭახიძე: ჯანრი კაშია დაგვაკლდა ყველას, უკლებლივ ყველას! და ყველაზე მეტად - სალომე ზურაბიშვილს...

მანუჩარ კაჭახიძე: ჯანრი კაშია დაგვაკლდა ყველას, უკლებლივ ყველას! და ყველაზე მეტად - სალომე ზურაბიშვილს...

„რამდენჯერაც არ უნდა ვნახო მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“ (და საერთოდ, ქართული ფილმები), ყოველ ჯერზე ახალ აღმოჩენას ვაკეთებ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი მანუჩარ კაჭახიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ასე იყო ამაღამაც... კიბეზე ამომავალი ჭაბუკის, - სიძის ღიმილი და ერთი ჟესტი (რომელსაც ვერ გადმოვცემ) საოცრად მეცნო... ვერაფრით გადავარწმუნე თავი, რომ ამ ადამიანს არ ვიცნობდი...

ტიტრებიც არაფერს მეუბნებოდა, რადგან იქ მხოლოდ ოთხად-ოთხი მსახიობის გვარი ეწერება და მეტი არავინ...

რამდენს შეუძლია გამოიცნოს, ვინ ასრულებს ნეფეს როლს ამ ფილმში?

მე დღეს მისი ნათელი სული მოვიგონე... ჯანრი კაშია დაგვაკლდა ყველას, უკლებლივ ყველას! და ყველაზე მეტად - სალომე ზურაბიშვილს“, - წერს კაჭახიძე.