სოციალური ქსელის მომხმარებელი სიკო გეგიაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:
„ოთხი ხიჯაბი და ერთი ჩითის შარვალი.
ბინა ახალ გარემონტებული ქონდა და სადარბაზოს "პლაშადკაც" მიაყოლა ახალ აშენებულ კორპუსში...
უხაროდა, აივანზე მაყალიც დადგა და შარშან დაწურული ღვინის ბოცებიც საგულდაგულოდ ჩაამწკრივა, მეზობლებს დავუძახებ ხოლმეო... როცა იქნება, ხომ იყიდიანო...
იყიდეს...
სამივე ბინა გაიყიდა გვერდით და თავზეც....
პირველად მაშინ გაბრაზდა, როცა მის დაგებულ მეტლახზე მუშები "რასტვორს", რომ ურევდნენ ... გაატარა მეზობლები არიან მაინცო...
დაბალ ხმაზე შენიშვნა მაშინ უთხრა მუშებს, როცა იმათმა უნიტაზმა სახლში შესვლა შეუშალა...
ნუ შეიტანეს როგორც იქნა...
ასე გრძელდებოდა კაი ხანს...
გადმოვიდნენ...
ერთხელ სახლში დაბრუნებულს სამი წყვილი ფეხსაცმელი დახვდა....ერთ კვირაში 6,
უთხრა იმათ, არაა ეგ ჩვენი ტრადიცია და შეიტანეთ სახლშიო..
რა უპასუხეს ვერ გაიგო ....
ერთხელაც ნასვამი მოვიდა და 12 წყვილი დახვდა ...
იქნებ მერევაო და დათვლა დაუწყო ხმამაღლა, ხმაზე მეზობელი გამოვიდა..
.... პოლიციის განყოფილებაში ახსნა განმარტებაში პატრულმა პირობა დაადებინა, რომ ფეხსაცმელებს, არ შეეხებოდა.. ჯარიმას კი გადაიხდიდა...
რა ექნა...
სპარსულ არაბული სასაუბრო შეიძინა ბაზრობაზე...
ბოლო დროს, იჯდა აივანზე და უყურებდა როგორ აშრობდა თბილისური ნიავი ოთხ ხიჯაბს და ერთ ჩითის შარვალს.....
ერთადერთი იმედი ის იყო, რომ ყველა სართულზე და მეზობელ კორპუსებშიც იგივე ხდებოდა....
თბილისობა ახლოვდებოდა..." - წერს სიკო გეგიაძე.