ია ფარულავას კატა მოუკლეს - ვის აგინებს ლამაზმანი

ია ფარულავას კატა მოუკლეს - ვის აგინებს ლამაზმანი

მსახიობი ია ფარულავა კატების განსაკუთრებული მოყვარულია, რაც მთელმა საქართველომ იცის. მას თავდაპირველად კატა ზუზი ჰყავდა, რომელიც ყოფილმა ქმარმა ტარიელ სუარმა ფანჯრიდან გადაუგდო და ამის გამო, ოჯახში დიდი სკანდალიც მოხდა.

ზუზის შემდეგ იამ, სახლში ორი კატა მიიყვანა, ბუკი და კაწია, რომლებსაც განსაკუთრებულად უვლის.

იას კატა სასტუმროშიც ჰყავდა, მაგრამ მოუკლეს. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს.

"არასოდეს დაურეკოთ 112 როცა ხედავთ უპატრონო კატას ან ძაღლს ისინი წაიყვანენ ცხოველთა მონიტორინგში ისინი კი მუნიცეპალურ თავშესაფარში და მერე იქ კატა ან ძაღლი მოკვდება როგორც ეს საყვარელი ფისო 4 სექტემბერს წაიყვანეს 10 ში მოუკვდათ.

ათი დღეა ვრეკავთ და გვატყუებენ სტერილიზაცია ჩაუტარდა და მალე მოვიყვანთო .....მატყუარა დედამოტყნულები !!!!"- წერს ლამაზმანი.