თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში ღონისძიებები 6 სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, დავით დოიაშვილმა "თბილისური ვოდევილი" დადგა, რომელიც ძველ თბილისში შეკრებილმა მაყურებელმა ქალაქის მერთან ერთად ნახა.
სპექტაკლში უამრავი ცნობილი მომღერალი თამაშობს, როგორც ჩანს ქალაქის მერიამ წელს გული არავის დასწყვიტა და თბილისობისთვის მოწყობილ სცენაზე ყველას მიეცა გამოსვლის საშუალება.
"თბილისური ვოდევილის" მთავარი გმირი მომღერალი სოფია ნიჟარაძე და ლელა წურწუმია გახლდათ. სოფიამ და ლელამ სპექტაკლში რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.