სულაშვილის მიმართვა კალაძეს: “როცა აცხადებ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ, აუცილებლად უნდა გაიხსენო…”

სულაშვილის მიმართვა კალაძეს: “როცა აცხადებ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ, აუცილებლად უნდა გაიხსენო…”

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

კალაძე, როცა აცხადებ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ, აუცილებლად უნდა გაიხსენო, რა მემკვიდრეობა ჩაიბარა მიშამ.
ეს ის მეკვიდრეობა იყო, სადაც შენი ძმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და ფული, რომ არ გადაიხადე მოკლეს.
ეს ის მემკვიდრეობა იყო, როდესაც პარადი ჩაცუცქულ ქუჩის აკადემიკოსებს მიჰყავდათ და საქართველო, როგორც სახლმწიფო წარმონაქმნი, კონტურებშიც კი არ არსებობდა.

თქვენ მძიმე მემკვიდრეობა კი არა, შემდგარი სახელმწიფო ჩაიბარეთ, როემლიც დღემდე ვერ დაგინგრევიათ, რადგან მას ისევ შერჩა ინერცია, მაგრამ ამას აუცილებლად გააკეთებთ, თუ არჩევნებში გაიმარჯვებთ.

ეს საქართველოს დასასრული იქნება.