დავით ლილუაშვილი: არ ჰყავს ამ ქვეყანას უფრო დიდი და ვერაგი მტერი, ვიდრე გვარამია და „რუსთავი 2“!

დავით ლილუაშვილი: არ ჰყავს ამ ქვეყანას უფრო დიდი და ვერაგი მტერი, ვიდრე გვარამია და „რუსთავი 2“!

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„სოციოფობმა გვარამიამ დაიწყო ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი, იმ ადამიანების, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში გააკეთეს გარკვეული შემოწირულობები.

„რუსთავი 2“-მა, მიიღო რა, გარეწარი ხელმძღვანელის მხრიდან აგრესიული შინაარსის გზავნილი, მყისიერად დაიწყო იმ კლინიკებისა და მედპერსონალის „მხილება“ და თავზე დადგომა, ვინც შემოწირულობები გააკეთეს ზურაბიშვილის ფონდში.

რაც შეეხება კახა კალაძესა და ალექსანდრე ივანიშვილს მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს, მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობა ადგენს წესს, თუ ვის შეუძლია გააკეთეს შემოწირულობა და რა თანხის მოცულობით.

კანონით მინიჭებული უფლებიდან გამომდინარე კ.კალაძესა და ა.ივანიშვილს, სრული უფლება ჰქონდათ შემოწირულობა გაეკეთებინათ ზურაბიშვილის ფონდისთვის. სამაგიეროდ როგორ სიუჟეტებს ამზადებს „რუსთავი 2“?! გეგონება რაღაც უბედურება ჩაიდინეს აღნიშნულმა პირებმა.

არ ჰყავს ამ ქვეყანას უფრო დიდი და ვერაგი მტერი, ვიდრე გვარამია და „რუსთავი 2“!!!

იხილეთ გვარამიას ბოდვა:

„ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს”, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.“