ქეთი ბუბუტეიშვილი: სრულიად დაუსაბუთებლად, ნეპოტიზმის კონტექსტში მომიხსენიეს!

ქეთი ბუბუტეიშვილი: სრულიად დაუსაბუთებლად, ნეპოტიზმის კონტექსტში მომიხსენიეს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

„მინდა გამოვეხმაურო „რუსთავი 2-ის“, „რადიო თავისუფლებისა“ და „სტუდია მონიტორის“ ერთობლივ გადაცემას, სადაც სრულიად დაუსაბუთებლად, ნეპოტიზმის კონტექსტში მომიხსენიეს.

ქალის მიმართ აშკარად დისკრიმინაციული ეს სიუჟეტი, ასევე, არის ჩემი პროფესიული დისკრედიტაცია, ზიანს აყენებს ჩემს კარიერას და ლახავს ჩემს უფლებებს.

2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც მასმედიისა და კომუნიკაციების სფეროში ბაკალავრიატი დავამთავრე, დავიწყე სტაჟირებით და ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო სექტორსა და საჯარო სამსახურში.

სამწუხაროა, როცა ვხედავ ორმაგ სტანდარტს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სხვებს უწესებენ მაღალ სტანდარტებს“, - წერს