ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით სამართალდამცავებმა ქვიშით სავსე ტომრები წაიღეს, რომლებითაც ისინი ღამით კარვებს ამაგრებდნენ. ინციდენტს ადგილი დღეს ჰქონდა.
„სილიანი მეშოკები გვინდოდა იმისთვის, რომ რითიც გვაქვს აწყობილი ის პატარა გადახურული, დაბლა ფეხებზე დავულაგოთ, რადგან ქარმა კინაღამ წაიღო წუხელ, ამის გამო წუხელ შემოვიტანეთ, გაგვატანინეს უკან, დღეს შემოვიტანეთ თვითონ გაიტანეს, რას ემსახურება ეს პოლიცია ვეღარ ვხვდები უკვე. ან ამათ რას ვერჩი, კაბინეტებში ვინც ზის, ისინი მოვიდნენ აქ და გამცენ პასუხი, რატომ მოდიან ზეწოლაზე ყოველ დღე ვერ ვხვდები. სიტყვიერი დაპირისპირება გვქონდა, შეხლა-შემოხლა, ნორმალურ განმარტებასაც ვერ იძლევიან, ნაბრძანები გვაქვს და ვსო“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.