პარლამენტის წინ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების თემაა.
პარტიის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, რევოლუცია ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, რომელმაც მოქალაქეები არ უნდა შეაშინოს.
"შემიძლია შევუერთდე ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ ახსენა სიტყვა რევოლუცია. არ უნდა შეგვაშინოს ამ სიტყვამ. მშვიდობიანი რევოლუცია და რეჟიმის ჩამომხობა, არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება.
გინდათ რევოლუცია დაარქვით ამას, გინდათ რეჟიმის ჩამომხობა, ჩემთვის ორივე მათგანი მისაღებია. რეჟიმის ბოლო არასდროს არ არის დემოკრატიული", - განაცხადა ანა წითლიძემ.