კიმ კარდაშიანის კურიოზული ლუქი დემნა გვასალიას კიდევ ერთი ცნობილი სამოსით

კიმ კარდაშიანის კურიოზული ლუქი დემნა გვასალიას კიდევ ერთი ცნობილი სამოსით

კიმ კარდაშიანი ექსტრავაგანტული და კურიოზული სამოსით ხშირად გვამახსოვრებს თავს,  რამდენიმე დღის წინ, სატელევიზიო შოუს ვარსკვლავმა კიდევ ერთი საინტერესო ლუქი მოირგო და ამჯერად ფულადი კუპიურებით გაფორმებული კაბით გამოჩნდა.

კაბა ჯერემი სკოტის 2001 წლის კოლექციიდან გახლდათ.

სამოსს მსგავსივე თემატიკაზე, დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი მაღალყელიანი ჩექმაც შეუხამა.

ფულის თემატიკა შეინარჩუნა ჩანთის შერჩევისას და 10 000 სვაროვსკის თვლით გაფორმებული, ჯუდით ლეიბერის ჩანთა მოირგო.