ჯორჯ ჰარისონის “ფერარი” აუქციონზე

ჯორჯ ჰარისონის “ფერარი” აუქციონზე

საიტი “Bloomberg.com”-ის ინფორმაციით, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრი ჯორჯ ჰარისონის მანქანა “Ferrari 365 GTC” ლონდონის “სოტბის” აუქციონზე გაიყიდება.

 

ამ ავტომანქანის საწყისი ფასი 375 ათასი ფუნტი სტერლინგი (600 ათასი დოლარი) იქნება.

 

“Ferrari 365 GTC” ჯორჯ ჰარისონმა 1969 წელს შეიძინა 4000 ფუნტ სტერლინგად. წინა საუკუნის 70-იანი წლების შუაგულში კი უცნობ პიროვნებას მიყიდა.

 

მანქანის ახლმა მფლობელმა, ვის ვინაობასაც არ ამხელენ, ცნობილი ჯგუფის წევრთან დაკავშირებული ეს რარიტეტი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

 

რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკის “კრისტის” აუქციონზე 361 938 დოლარად გაიყიდა “The Beatles”-ის მიერ 1964 წლის 11 თებერვალს ვაშინგტონში ჩატარებული კონცერტის ფოტოეები. ეს გახლდათ ლეგენდარული ჯგუფის პირველი ამერიკული კონცერტი.

 

ეს ფოტოები იმ კონცერტზე მყოფმა 18 წლის მაიკ მიტჩელმა გადაიღო. მაიკი 47 წლის განმავლობაში მას საგულდაგულოდ ინახავდა და აუქციონზე გამოტანა მიმდინარე წელს გადაწყვიტა.

 

2011 წლის იანვარში, ასევე ნიუ-იორკის აუქციონზე 46 ათას დოლარად გაიყიდა ჯონ ლენონის ის თეთრი კოსტიუმი, რომელიც მუსიკოსს ალბომი “Abbey Road”-ის გარეკანის ფოტოზე აცვია.