სიკვდილი სოციალურ ქსელში: 5 ბლოგერი, რომლებიც საკუთარი პოსტებისთვის მოკლეს

სიკვდილი სოციალურ ქსელში: 5 ბლოგერი, რომლებიც საკუთარი პოსტებისთვის მოკლეს

სულ ცოტა ხნის წინ ირანული Instagram-ვარსკვლავი, ტარა ფარესი მოკლეს. დღესდღეობით სოც.ქსელის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია ბლოგერის აუდიტორია, მით უფრო მეტი მოძულეა მათ შორის. სამწუხაროდ, მოშურნეებს შორის შეიძლება შეხვდეთ ისეთებსაც, რომლებიც ბლოგერის გასაჩუმებლად მზად არიან სასტიკი ზომების მისაღებად.

მუსულმანი გოგონასთვის ზედმეტად თამამი

როგორც ჩანს, მოდელმა ტარა ფარესმა, რომელსაც Instagram-ზე 2,7 მლნ გამომწერი ჰყავდა შური და ადამიანების გაბოროტება გამოიწვია. 27 სექტემბერს მას ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ესროლეს. ტარა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა: წერდა მოგზაურობაზე, სტილსა და სილამაზეზე. ის, თუ ვინ ესროლა გოგონას ჯერჯერობით უცნობია. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად კი მუსულმანური ქვეყნისთვის მისი ზედმეტად გამომწვევი ქმედებები სახელდება.

იაპონელი ბლოგერი სასიკვდილოდ დაჭრეს

ცნობილი იაპონელი ბლოგერი დანით დაჭრა მისმა ერთ-ერთმა გამომწერმა. კანიჩირო ოკამოტო, ცნობილი, როგორც Hagex-ი, კიბერ უსაფრთხოების ცნობილი სპეციალისტი იყო. დამნაშავე, სახელად ჰიდემიცუ მატსუმოტო მსხვერპლს ტუალეტში გაჰყვა, სადაც თავსდაესხა მსხვერპლს და დანა კისრისა და მკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა. როგორც მატსუმოტომ პოლიციას განუცხადა, მას არ მოსწონდა კონტენტი, რომელსაც ოკამოტო ქმნიდა.

პარკში მოკლული სტანისლავ დუმკინი

გასული წლის აგვისტოში მოსკოვის ერთ-ერთ პარკში ნასვამმა ახალგაზრდებმა ბლოგერი სტას დუმკინი მისი გარეგნობის გამო სასიკვდილოდ სცემეს. დაცემის დროს სტასმა თავი დაარტყა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოკლეს სიმართლისთვის

მალტიელი ბლოგერი დაფნი კარუანა გალიცია გამუდმებით პოლიტიკოსებს შორის კორუფციაზე წერდა და მთავრობას აკრიტიკებდა. 30 წლიან კარიერაში მან სახელი მოიხვეჭა, როგორც „ყველაზე ღირსეული და უშიშარი ჟურნალისტი მალტაში“.

ის გასული წლის ოქტომბერში საკუთარ სახლთან ახლოს აფეთქების შედეგად დაიღუპა. პოლიციამ ბლოგერის მკვლელობაში ბრალდებული ათობით პირი დააკავა. მთავრობამ მკვლელის მპოვნელისთვის ჯილდო, ერთი მილიონი ევრო დააწესა.

ბლოგერების მკვლელობა ბანგლადეშში

ივნისში ბანგლადეშში ცნობილი ბლოგერი შახზახან ბაჩუჩუ მოკლეს. მედიის ცნობით, მამაკაცს საკუთარ სოფელში ესროლეს. მანამდეც ბანგლადეშში ბლოგერები, რომლებიც უფრო ტოლერანტულ შეხედულებებს იზიარებდნენ, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი, არაბუნებრივი სიკვდილით იღუპებოდნენ.

მაშინაც კი, თუ თქვენ მილიონი გამომწერი არ გყავთ, არასოდეს დაივიწყოთ სოც.ქსელის უსაფთხოების წესები: რეგულარულად შეცვალეთ პაროლი და ნუ გამოიწერთ უცხო პირებს.