ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უცხოელი დამკვირვებლები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაშვებული არ იქნებიან. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ახალი საარჩევნო კანონი გამოქვეყნდა.
როგორც ქვეყნის შეიარღებული ძალების უმაღლესი საბჭოს
წარმომადგენელმა, გენარალ-მაიორმა მახმუდ შახინმა განაცხადა, უცხოელი დამკვირვებლები არ იქნებიან რადგან ქვეყნის ხელისუფლება ისწრაფვის „შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენიტეტი“. მისი თქმით ადგილობრივი დამკვირვებლები არჩევნებზე დაშვებულნი იქნებიან. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ის უახლოეს ხანებში, ივლისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
კიდევ ერთი თავისებურება, რაც მომავალ არჩევნებს დანარჩენისგან განასხვავებს, ის არის რომ არჩევნებზე კონტროლს სასამართლო ორგანოები განახორციელებენ, ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროსი, როგორც ეს ადრე იყო.
სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს 25 წლის მოქალაქე. აქამდე კანდიდატის მინიმალური ასაკი 30 წელი იყო. მახმუდ შაჰინის განცხადებით „ეს ახალგაზრდა ეგვიპტელებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ უშუალო მონაწილეობა ქვეყნის პოლიტკურ ცხოვრებაში“.
პარლამენტის ფორმირების წესი, რომლის წინააღმდეგაც მრავალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოდოდა, კვლავ უცვლელი დარჩა. კერძოდ, პარლამენტის შემადგენლობის ნახევარი არჩეული იქნება პარტიული სიებით, ხოლო მეორე ნახევარი - ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული კანდიდატებით.
ამავდროულად, ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტობის შესაძლო 81 კანდიდატის პოპულარობის დასადგენად მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვა სოციალურ ქსელ facebook-ის არმიის გვერდზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 274 357 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის შედეგებით „რეფორმისტი“ და „ლიბერალი“ კანდიდატი, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მუჰამედ ელ-ბარადეი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 68 000 კაცმა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილზე 48 000 ხმით ისლამისტი სელიმ ალ-ავა გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვრის ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 1981 წლიდან მართავდა, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, იძულებული გახდა გადამდგარიყო. ქვეყნის დროებითი მმართველობა, ახალ არჩევნებამდ, ქვეყნის შეიარღებული ძალების უმაღლესი საბჭოს გადაეცა.