რინგომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იუარა

რინგომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იუარა

ბრიტანულმა მას-მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილმა მუსიკოსმა, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრმა რინგო სტარმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

 

“Sky News"-ის ჟურნალისტს ექს-ბითლზმა განუცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების დღეებში მას აშშ-ში საკონცერტო ტურნე აქვს დაგეგმილი.

 

ცოტა ხნის წინ, პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ამერიკულ შოუ გადაცემაში აღნიშნა, რომ მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები.

 

მაკარტნის შესთავაზეს ამ ღონისძიების გახსნისა ან დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. სერ პოლი მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა და კონკრეტული დეტალების დასახელებისაგან თავი შეიკავა.

 

ბრიტანელმა  ჟურნალისტებმა კერძო გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და  პოლ მაკარტნი სცენაზე რინგო სტართან ერთად გამოვიდოდა.

 

ამ ორი მუსიკოსის გვერდით ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის შვილებიც უნდა დადგარიყვნენ.

 

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება.

 

უკვე ცნობილია, რომ მის გახსნა-დახურვის ცერემონიალში მონაწილეობას შემდეგი მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ: “Spice Girls”, “Girls Aloud”, “Coldplay” და “Muse”.