ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.
გარდაცვლილები 20 წლის ახალგაზრდები - დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ.
საზარელ შემთხვევას გარდაცვლილის მეგობრები ეხმიანებიან.
„აი, თურმე რატომ მოიღუშა ბათუმმა დღის მეორე ნახევარში,
კიდევ ორი ანგელოზი შეემატა
ზეციურ სამშობლოს.
ორი მიზანდასახული და მომავლის იმედით სავსე ადამიანი, ჯერ კიდევ ხიჭაურის გიმნაზიის საკლასო ოთახში გავიცანი როცა სითბოთი და სიყვარულით სავსე განწყობა გადმოაფრქვიეს კეთილი გულებიდან.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
გაანათლოს უფალმა მარიამისა და დემურის უკვდავი სული“.
„მარი, ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ გნახავ. როდის უნდა დასრულდეს ეს საშინელებები“.
„ვაიმე, ჩვენო ანგელოზებო რაუბედურება დაგვატყდა თავს“.
„ავტობუსი დაეჯახათ. ერთად იყვნენ მანქანაში, თავისი მეგობრის ქორწილში იყვნენ მეორე დღეს. მეჯვარე იყო იმ ქორწილში. შოკში ვარ“.