ტრაგედია თბილისში: გლანდების ოპერაციამ მე-2 კლასის მოსწავლის სიცოცხლე იმსვერპლა

ტრაგედია თბილისში: გლანდების ოპერაციამ მე-2 კლასის მოსწავლის სიცოცხლე იმსვერპლა

გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორიას სიცოცხლე იმსხვერპლა. გოგონა გუშინ გარდაიცვალა:

"ნინოს ოპერაცია გაუკეთეს ხიჩინაშვილის კლინიკაში გამოცდილ ექიმთან, გამოწერეს სახლში იყო და 5 დღის შემდეგ დაეწყო სისხლისდენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა.

მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური რომ გაიკეთა, ე.წ. ფუფხს ეძახიან, აწვებოდა თურმე აორტას და გასკდა. მილიონში ერთი ხდება ასეთი შემთხვევაო, მთელი სამეზობლო დაწყვეტილები ვართ. ისეთი კარგი ბავშვი იყო, სამი შვილი ჰყავს მის მშობლებს... არ ვიცი რა უნდა ვთქვა. 21-ე საუკუნეში გლანდების ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ, ეს რა უბედურებაა", - უთხრა "დრონი.ჯი"-ს ოჯახის ახლობელმა.

გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა სკოლამაც გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი წერილი.