"ეს იყო გაბუნიას დაჩმორება" – მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა

ნაცმოძრაობის დროს პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე გადაცემა "არჩევანში" პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობას აფასებს.

"ვნახე რა გადაცემა არჩევანში ირაკლი კობახიძის, ჩემს კმაყოფილებას ვერ ვმალავ, ეს იყო მართლაც "დაჩმორება" გაბუნიასი. მე ვარ ამაყი იმიტომ, რომ გიორგი კობახიძის ოჯახს კარგად ვიცნობ და მეამაყება.

ეს ყოვლად გათახსირებული ხალხი კიდევ როგორ იღებს ხმას, დროზე უნდათ მათ ისეთი პასუხის გაცემა როგორიც ირაკლიმ გასცა გუშინ. პროკურატურამ მათი მამხილებელი აგუმენტებით გაჯერებული დოკუმენტები დადოს და მიუჩინოს ადგილი ციხეში, იქ არჩიონ მერე საქმე და ადგინონ მათში დედალ-მამალი ვინაა. ის კაცი კი პრეზიდენტობას რომ უმიზნებს და თავი გამარჯვებული ჰგონია, რუსული უშიშროების თანამშრომელი, ბოსლის სახვეტ ცოცხს რომ მიუგავს ულვაშები, დროზე გაუშვან თავის სამშობლოში", – წერს ჯამბულ გამცემლიძე.