ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ პოლიციაში მათ თანამშრომელს, დავით თოლორდავას ჰკითხეს, ხომ არ მიიყვანა ზაზა ოქრუაშვილმა ის თვითმკვლელობის მცდელობამდე 2015 წელს, როცა ამ უკაკასნკელს საკუთარ სახლში იარაღი გაუვარა.
ჩხეიძე სამი წლის შემდეგ, მისი თანამშრომლის დაკითხვაზე გადაყვანას "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს უწოდებს.
"ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ მაშინ, როცა მას იარაღი გაუვარდა, ეს ხომ არ იყო თვითმკვლელობა და თვითმკვლელობამდე ხომ არ მიგიყვანა ზაზა ოქრუაშვილმა"- განაცხადა "რეაქციის" ეთერში ნატო ჩხეიძემ.
მისი თქმით. თოლორდავამ ეს მას "მიკროფონების მიღმა" უთხრა.