კარლ ბარატი ნერონის პარტიას შეასრულებს

კარლ ბარატი ნერონის პარტიას შეასრულებს

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში როკ-ჯგუფი “The Libertines”-ის დამფუძნებელი და ვოკალისტი კარლ ბარატი რომის იმპერატორი ნერონის პარტიას შეასრულებს საოპერო დადგმაში “Pop'pea”.

 

ეს დადგმა წარმოადგენს იტალიელი კომპოზიტორი კლაუდიო მონტევერდის ოპერის “პოპეას კორონაციის” ახალ თანამედროვე ვერსიას. ორიგინალი შორეულ 1642 წელს დაიწერა.

 

მისი პრემიერა მიმდინარე წლის აგვისტოში, პარიზის შატლეს თეატრის სცენაზე გაიმართება.

 

ბრიტანული როკ-ჯგუფი “The Libertines” 1997 წელს ჩამოაყალიბეს კარლ ბარატმა და მისმა მეგობარმა პიტერ დოერტმა.

 

ამჟამად ჯგუფის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ვოკალისტი პიტერ დოერტი, ბას-გიტარისტი ჯონ ჰასალი და მედოლე ჰარი ჰოუელი.

 

2004 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა.

 

კარლ ბარატმა მუსიკალური კარიერა ჯგუფში “Dirty Pretty Things” გააგრძელა, რომელმაც თავის მხრივ არსებობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს შეწყვიტა.

 

2010 წელს ჯგუფი “The Libertines”-ის წევრები ისევ გაერთიანდნენ. ახალ სტუდიურ ჩანაწერზე ჯერ არ მუშაობენ, სამაგიეროდ მეტად დატვირთული საკონცერტო მოღვაწეობა გააჩნიათ.

 

არსებობის განმავლობაში ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა. 2002 წელს “Up the Bracket” და 2004 წელს “The Libertines”.