ჟურნალმა “Rolling Stone”-მა საუკეთესოები დაასახელა

ჟურნალმა “Rolling Stone”-მა საუკეთესოები დაასახელა

ორი დღის წინ, პოპულარულმა ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა “Rolling Stone”- მა ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო პროგრესული როკ-ჯგუფების ათეული გამოაქვეყნა. ეს ჩამონათვალი ამ გამომცემლობის მკითხველთა გამოკითხვის შედეგად შედგა.

 

ყველასათვის გასაოცრად პირველი ადგილი დიდი უპირატესობით კანადურმა ჯგუფმა “Rush”-მა დაიკავა. მან მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე და მესამე პოზიციებზე გასულ ჯგუფებს “Pink Floyd”-სა და “Genesis”-ს.

 

ჯგუფი “Rush” 1968 წელს ქალაქ ტორონტოში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან: გედი ლი, ალექს ლაიფსონი და ნილ პირტი.

 

მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს გამოშვებული აქვს 18 სტუდიური ჩანაწერი. უკანასკნელმა “Snakes $ Arrows” დღის სინათლე 2007 წელს იხილა. ამჟამად ჯგუფი “Rush” ახალ ალბომზე მუშაობს. მისი პირობითი სახელწოდებაა “Clockwork Angels”.

 

ჟურნალ “Rolling Stone”-ს მიერ დასახელებული პროგრესული როკ ჯგუფების საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. Rush

 

2. Pink Floyd

 

3. Genesis

 

4. Jethro Tull

 

5. King Crimson

 

6. Yes

 

7. Emerson, Lake and Palmer

 

8. Tool

 

9. Mars Volta

 

10. Dream Theater