„უბედურებამ ისე არ უნდა გაგაბოროტოს, რომ ასეთი საშინელება წამოროშო, სირცხვილია”- ასე ეხმაურება მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხრიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ „კალაძემ ძმა მოაკვლევინა“.
„სარალიძემ დღეს რაც იკადრა, აღარაფერში აღარ ჯდება, ეს როგორ ამოგივიდა პირიდან? – უბედურებამ ისე არ უნდა გაგაბოროტოს, რომ ასეთი საშინელება წამოროშო, სირცხვილი მართლა!
სარალიძეს სხვისი შვილების სიცოცხლე სულ არ ადარდებს, არ აინტერესებს გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი და ასე შემდეგ ვინ მოკლა, რატომ მოკლა? და სწორედ ამ, უდანაშაულოდ, სახელმწიფოს მიერ დახვრეტილი ბიჭების მკვლელების, გვერდით დგას და მათი ხელით უნდა სამართლის მიღწევა,” – წერს ია მეტრეველი.