საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქტორი, გიორგი ზურაბიშვილი არხს ტოვებს.
მისი განცხადებით, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი მენეჯმენტთან უთანხმოებაა, თუმცა ზურაბიშვილი დეტალებზე არ საუბრობს.
"ტოპ მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქ გვერდზე.