ფეისბუკმომხმარელი ნინო გერგედავა სოციალურ ქსელშ წერს, რომ შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარიდან ანტიოკუპაციური ფრაზის გამო იძულებით გამოყარეს.
„გუშინწინ თბილისში შარდენის ქუჩაზე "Maclarens Irish Pub" დან მე და ჩემი მეგობრები გამოგვყარეს ბარიდან იმის გამო, რომ რუსული სიმღერის დასრულების შემდეგ მიკროფონში ვთქვი შემდეგი ფრაზა : რუსეთი ოკუპანტია და აფხაზეთი არის საქართველო!
ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა ბარის თანამშრომელი ვინმე ქ-ნი ბელა და მითხრა რომ ეს იყო კერძო ბარი და მსგავსი "პოლიტიკური" განცხადების უფლება არ მქონდა და დამეტოვებინა ბარის ტერიტორია. რაზეც კატეგორიულად ვთქვი უარი. ამის შემდეგ მან გამოიძახა დაცვის სამსახური რომელიც მიზეზის აუხსნელად გვთხოვდა დაგვეტოვებინა კერძო საკუთრება. მე გავაფრთხილე რომ ჩვენი უფლებების დასაცავად ვიწერდი კამერაზე მათ ქცევას.
იმის დაფიქსირების დროს როგორ გაჰყავდათ ჩემი მეგობარი ბარიდან იძულებით დაცვის თანამშრომელმა თავისი "კაცური" მარჯვენა ჩამარტყა ხელში და გამაგდებინა მობილური ტელეფონი იატაკზე. რის შემდეგაც ცდილობდა ჩემთვის მობილურის წართმევას.
ვუჩივი ბარს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის და დაცვის თანამშრომელს ძალადობისთვის.
#რუსეთიოკუპანტია!!!!
#აფხაზეთისაქართველოა!!!!!!“- წერს ნინო გერგედავა.