სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა გალდავა ფეისბუკის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
„ამ გაჭირვების დროს, ტურისტულ ადგილებში ხალხმა დაიწყო გაქირავება სახლების, ზოგი “booking.com” - ზე და ზოგიც “airbnb”-ზე დებდა ბინებს და ცოტა გვერდითი შემოსავალი ქონდათ.
ბოლო დღეებია, საქ.ბანკმა აქაც ყელში წაუჭირა ქართველებს, GWP -ის წარმომადგენელი დადის. “booking.com” - იდან აქვთ სიები და რუკა ამოღებული, (ხოლო “airbnb” - ზე სახლის ფასადებით ხვდებიან და მერე 1 დღე ვითომ ქირაობენ დაქირავებული აგენტები).
ბინებში ცოტა უჭირთ და სადაც ფასადია, იოლად ხვდებიან. პირველ რიგში წერენ ჯარიმას 1000 ლარს, მერე აყენებენ ახალ მრიცხველს და რთავენ კომერციულ ტარიფს“ - წერს თეა გალდავა.
პოსტის კომენტარებიდან ჩანს, რომ ინფორმაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:
„თუ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევი და იღებ შემოსავალს, შესაბამისი ტარიფით უნდა გადაიხადო. ჩვეულებრივი რამაა გადამხდელად დარეგისტრირება. ყველგან მოქმედებს ეს პრინციპი, გარდა საქართველოსი. აქ ნაწილი (იდიოტები) გადასახადებს ვიხდით და ნაწილი "გაჭირვებულები" არა. თუმცა ხშირად ერთი და იგივე შემოსავალზეა საუბარი“
„მე რომ, დავუშვათ, სოფელში მივდიოდე, ან საზღვარგარეთ და 2-3 თვით თავისუფალი იყოს ბინა. შემიძლია, რომ დავუთმო ბინა ვიღაცას ცოტა ხნით და მივიღო შემოსავალი, ჰო? ამის გულისათვის, კომერციულ ობიექტად უნდა გავფორმდე, იმის მიუხედავად, რომ 3 თვის მერე ისევ მე ვიცხოვრებ ჩემს ბინაში? აბსურდია გასაქირავებელი ბინების დაბეგვრის ეგეთი წესი!“ - წერენ ფეისბუკის მომხმარებლები.