აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდისფერ ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამს.
"მე არ ვსვამ, ლუდიც კი არ გამისინჯავს ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემი ერთერთი დადებითი თვისებაა. ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელიც არ დამილევია." - განაცხადა ტრამპმა.
ერთი წლის წინ, CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ სასმელს ძმის დარიგებით არ სვავს, რომელსაც ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა და ის გარდაიცვალა.