NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს დედამიწას “BIG BEN”-ის ზომის ასტეროიდი ჩაუვლის.
ასტეროიდი SP1, რომლის დიამეტრიც 120 მეტრამდეა, მეცნიერებმა 19 სექტემბერს აღმოაჩინეს.
ციური სხეულის მოძრაობის სიჩქარე საათში დაახლოებით 60 ათასი კილომეტრია.
3 ოქტომბერს მასსა და დედამიწას შორის მანძილი მინიმალური - 5,87 მილიონი კილომეტრი იქნება.