"მტყუანის, რაც მოგზავნილი ვარ? გადაგამტვრევ ამ ჭიქას თავზე" – დაპირისპირება ტელეეთერში

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და ვაზისუბრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ლატარია გადაცემაში "ხალხის პირისპირ" ერთმანეთს სიტყვიერად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ხაბეიშვილმა განუცხადა ლატარიას, რომ ის ხელისუფლების მიგზავნილი იყო გადაცემაში და მათ მოსაზრებებს აჟღერებდა.

"მტყუანის, რაც მოგზავნილი ვარ? გადაგამტვრევ ამ ჭიქას თავზე" – უყვირა ლატარიამ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.