დღეს , 1 ოქტომბერს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, აღნიშნეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა. რადიო "მარნეულს" ეს ინფორმაცია "ევროპული საქართველოდან" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა გულიევ ნიზამიმ დაუდასტურა.