რამდენს იწონიან ცნობილი ქალბატონები

რამდენს იწონიან ცნობილი ქალბატონები

ვარსკვლავების წონის რადიკალური ცვლილებები მედიაში ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს. მგონი არ არსებობს ცნობილი ქალბატონი, რომელიც ფიგურის გამო არ გაუკრიტიკებიათ. ისინი ხშირად გვაძლევენ რჩევებს როგორ დავიცვათ დიეტა და მივსდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ვარსკვლავები მატრიარქატის სამყაროში სტერეოტიპებს ამსხვრევენ, ხშირად ეს ქალთა სხეულს ეხება. რთულია ფოტოებით მათი ზუსტი წონა განვსაზღვროთ, ამისთვის მათი უახლესი დოსიეს შემოწმებაა საჭირო.

ბიონსე - 62კგ

ბიონსე დროდადრო ვეგანურ დიეტას მიმართავს, რაც მას რეგულარულ წონას უნარჩუნებს.

ქეით მიდლტონი - 55კგ

კემბრიჯის ჰერცოგინიას მკაცრი კვების რაციონი აქვს.

მეგან მარკლი - 56კგ

სასექსის ჰერცოგინია საკუთარ ფიგურას უკვე სამეფო ეტიკეტის შესაფერის სამოსში კვეთს.

კორტნი კარდაშიანი - 45კგ

კორტნი ფიტნესითაა დაკავებული და დებთან შედარებით შესამჩნევად დაბალია. კარდაშიანების შოუს ერთ-ერთ უკანასკნელ ეპიზოდში მან საკუთარი წონა გაამხილა.

კაილი ჯენერი - 62კგ

კაილიმ ორსულობის შემდეგ საკუთარი სხეულის ფორმები ეფექტურად დაიბრუნ

კეტი პერი - 59კგ

"ქალი ქამელეონი" სავარჯიშო დარბაზს ხშირად სტუმრობს.

ბლეიკ ლაივლი - 59კგ

სიმაღლით 177 სმ ქალბატონისთვის ეს წონა საკმაოდ მისაღებად ითვლება

ტეილორ სვიფტი - 57კგ

მედიის ინფორმაციით, მომღერალი დიეტას არ იცავს, თუმცა აქცენტს მსუბუქ საკვებზე აკეთებს

ოპრა უინფრი - 73კგ

ოპრა წონასთან ბრძოლის პრობლემებზე ხშირად საუბრობდა. ამჯერად ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა და საკუთარ სხეულში თავს მშვენივრად გრძნობს.

ბრიტნი სპირსი - 57კგ

ბრიტნის ინსტაგრამზე საკუთარი პრესის დემონსტრირება უყვარს

მაილი საირუსი - 49კგ

"მეუბნებიან, რომ ბრტყელი უკანალი მაქვს, მე კი ვპასუხობ: "დიახ, ვიცი!" სიგამხდრეზე რატომღაც ხშირად მაკრიტიკებენ"

მილა კუნისი - 52კგ

მილას "შავი გედის" გადაღებებისთვის ბევრი კილოგრამის დაკლება მოუწია, საკუთარი თავი კი საერთოდ არ მოსწონდა. ახლა მსახიობმა ფორმები დაიბრუნა და თავს მშვენივრად გრძნობს.

სელენა გომესი - 54კგ

სელენა კვირის მანძილზე 3-5ჯერ ვარჯიშობს.

მერაია ქერი - 66კგ

მომღერალს ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ვარსკვლავი საკუთარ სხეულს საოცრად იხდენს

ჯენიფერ ენისტონი -51კგ

მსახიობი, რომელიც 2019 წლის თებერვალში 50 წლის გახდება, გარეგნობით უამრავ გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. ენისტონის თქმით, კარგ ფორმას ბოქსით გატაცება განაპირობებს.

კიმ კარდაშიანი

ცოტა ხნის წინ, კიმმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რითიც გულშემატკივართა მღელვარება გამოიწვია. კომენტარებში ამბობდნენ, რომ კიმმა შესამჩნევად დაიკლო, ვარსკვლავმა ისინი პირდაპირ ეთერში დაამშვიდა: "მე მხოლოდ და მხოლოდ 54 კილოგრამამდე ჩამოვედი".