თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმიანება ზაზა სარალიძის განცხადებას, რომელიც მან კახა კალაძის მისამართით გააკეთა და ბრალი დასდო, რომ მან საკუთარი ძმა მოაკვლევინა:
"ყველა მშობლის გვერდით ვიდგები, სიმართლის საპოვნელად და ხვალ ჩემი შვილის დასაცავად, მაგრამ, არავითარი, აბსოლუტურად არავითარი გამართლება არ აქვს იმას რაც დღეს მოვისმინე: "მაგან თავისი ძმა მოაკვლევინა". ძალიან მძიმე მოსასმენია, მძიმე საყურებელი, მძიმედ მოსანელებელი. ზაზა სარალიძის მსგავსი მშობლები ჩვენს გაუბედურებულ და იმედდაკარგულ ქვეყანაში გმირობის მაგალითები არიან, მითთან მაღალი ხარისხის სოლიდარობა ქვეყნის გადარჩენისთვის საზოგადოების კონსოლიდაციის საშუალებაა, მაგრამ ძალიან, ძალიან გამიჭირდება მის გვერდით დგომა დღევანდელის შემდეგ“, – წერს ხიდაშელი.