,,რაც მე ბიძინასთან ვიმუშავე, ბიძინას აწეული ტონიც არ მახსოვს”

,,რაც მე ბიძინასთან ვიმუშავე, ბიძინას აწეული ტონიც არ მახსოვს”

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, იბერიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,ჩემთვის არაა სადაო, რომ ივანიშვილის გარემოცვა ფულზე ისეა, როგორც სვავები ლეშთან. ოქუაშვილამდე ბევრად ადრე ვლაპარაკობდი ივანიშვილის გარემოცვაზე და მათ მავნებლობებზე.ჩემთვის სადაოა ივანიშვილის პირადი ინტერესები ფინანსებთან, აქ ოქუაშვილის ტექსტებში უფრო ის ამოვიკითხე, რომ ივანიშვილი “ბიჭებზე” “ზრუნავდა”, ვიდრე თავად სჭირდებოდა.

რაც მე ბიძინასთან ვიმუშავე, ბიძინას აწეული ტონიც არ მახსოვს, ერთადერთხელ დაგვეძაბა კომუნიკაცია და იქაც მან დამითმო. როგორც ხელმძღვანელი, ივანიშვილი ჩემთვის იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ადამიანად მრავალ ხელმძღვანელ შორის, ვისთანაც მიმუშავია.

ივანიშვილის რიტორიკა ჩემთან რეალურ ურთიერთობაში სრულიად განსხვავდება სხვა ადამიანების მონაყოლებისგან. მისგან ერთი მიდგომაც არ მახსენდება ისეთი, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა, პირიქით, მისმა მიდგომებმა და დამოკიდებულებებმა ჩემში სერიოზულად შექმნა პოზიტიური ადამიანური დამოკიდებულება.

ივანიშვილი, მიუხედავად თავისი ჩართულობის ფორმისა, ფაქტებისა თუ ინტერპრეტაციებისა, ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელია პროცესებზე.

ივანიშვილს თუ დაღუპავს, თავის გარემო დაღუპავს, მას ძალიან ცოტა დრო აქვს მოქმედებებისთვის.

ადამიანურად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ამ ყველაფრის შედეგად.”- წერს არჩილ გამზარდია.