საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პრემიერი იყო, მახსოვს, დეპუტაციასთან ყოველ სამუშაო შეხვედრაზე გვისვამდა ერთ კითხვას: სადმე ხომ არ გაგვიგია, რომ ვინმე თანამდებობის პირს კერძო ბიზნესთან მიმართებაში ჰქონდა გადაცდომა ან ვინმეზე ხომ არ ხორციელდებოდა ზეწოლა.
კატეგორიულად გვთხოვდა, რომ პირადად მისთვის გვეთქვა, თუ ასეთ მანკიერ შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე.
ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც იცის ბიზნესის დაცულობის ხარისხი და ბიზნესმენის ფასი, გამორიცხულია, მას ესაუბრა რაღაც აბსურდულ თემებზე, თან ჟარგონით და ისიც, ჟესტიკულაციით.
ძალიან რთულია, ნორმალურმა ადამიანმა დაიჯერო, რომ „Google“-ის მეწილე უფილტრო სიგარეტის ბიზნესში ვინმეს ჩაჩოჩებას სთხოვს.
შესაძლოა, ვიღაცას სურს, ვიქტიმიზაციით არ გადაიხადოს თანხა ბიუჯეტში, ამ მხრიდანაც შევხედოთ საკითხს თეორიულად მაინც.
კონკრეტულად ამ საქმის დეტალები არ ვიცი, ეს არც „გაპრავებაა“ და არც მისი დაცვა. არც საჭიროებს!
უბრალოდ, რაც ივანიშვილისგან წლების მანძილზე მოდიოდა თხოვნა, ის გავიხსენე, რომ არავის არ წაძლეოდა სული და კერძო საკუთრებას თუ ბიზნესს არ შეხებოდა.
დაველოდოთ სრულყოფილ გამოძიებას - თბილისსა თუ ლონდონში...“ - წერს ჩრდილელი.