“ერთი წუთი არ იდარდო…” – ლალი მოროშკინა კახა კალაძეს

“ერთი წუთი არ იდარდო…” – ლალი მოროშკინა კახა კალაძეს

"კახა კალაძე, ერთი წუთი არ იდარდო და პასუხიც არ გასცე... ღმერთმა და განგებამ ყველაფერი დაალაგა, თავისი სახელი დაარქვა და ადგილი მიუჩინა...", - ასე ეხმაურება პიარ-ტექნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" გვერდზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მისამართით გამოთქმულ მძიმე ბრალდებას.

ზაზა სარალიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ასევე ეხმაურება თბილისის მერიის პრეს-სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი:

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორ აკარგვინებს სახეს ადამიანს სიძულვილი... მართლა როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები ასეთ გარემოში?

ღმერთო, დაიფარე შვილები! " - წერს თოქმაჯიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.