პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ,,ომეგა" ჯგუფთან დაკავშირებულ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
,,ეს რა უბედურებაა, რომ საქართველოში, უკვე რამდენიმე წელია სიტყვა , "გაუპატიურებით დაემუქრენ " გვესმის და თან ხშირად, მამაკაცი ემუქრება მამაკაცს გაუპატიურებით?!-- რა ხდება ხალხნო, ვერ გავიგე- ყოფილი ხელისუფლების დროს, ეს სიტყვა ცუდად და დანაშაულებრივად ჟღერდა და ახლა "სიმპათიურად", ინტელიგენტურად და "საოცნებოდ" გესმით??? დანაშაულებრივი ქმედება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ჩემთვის, ყველა ხელისუფლების დროს - უბედურებაა - მე ყოველთვის, წინააღმდეგი ვიყავი და რაც შემეძლო ვებრძოდი , ( ყოფილი ხელისუფლების დროს) უსამართლობას, ადამიანის შეურაცხყოფას, ყველანაირ კანონდარღვევას- მე ახლაც იგივეს ვაკეთებ! თქვენ? ("ზოგიერთს" ყველაფრით კმაყოფილს ვეკითხები )- შოკში ვარ"- წერს ჩარკვიანი.