ცნობილი ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მომღერალი ორშაბათს, სამხრეთ საფრანგეთში, საკუთარ სახლში ძილის დროს გარდაიცვალა.
შარლ აზნავური დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა საქართველოში დაიბადა.
შარლ აზნავურის კარიერა 65 წელს ითვლის, მას შესარულებული აქვს 1400-ზე მეტი სიმღერა, ის 6 ენაზე მღეროდა. კონცერტები ჩატარებული აქვს 82 ქვეყანაში.