ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გიგა ბოკერიამ გუშინ სახელმწიფო ღალატი აღიარა!
სახელმწიფოს კოლექტიური ღალატის ანთოლოგია.
გუშინ ტვ. იმედის გადაცემა „ქრონიკაში“ გიგა ბოკერია, შეეცადა "თავი ემართლა" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცისთან დაკავშირებით, რომლის მეხუთე მუხლში ჩაიწერა საქართველოსთვის უმძიმესი ტექსტი და რომელსაც მაშინ "ნაცების" დელეგაციამ ერთხმად მხარი დაუჭირა!! გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით."
(ანუ ომი ქართველებმა დაიწყესო!)
შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია 2005-2008 წლებში სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და 2008 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ, ამავე პერიოდში „მოღვაწეობდნენ“ გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილედ, დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ და ნიკა გვარამია (რუსთავი2) იუსტიციის მინისტრად, რომლემაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ომის პერიპეტიები ჯერ დაზუსტებულიც არ იყო (არ არსებობდა ევროკავშირის საბჭოს მიერ შექმნილი ე.წ. ჰაიდი ტალიავინის "საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის" დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის სექტემბერში!) და ასეთ ყალბ ჩანაწერს არანაირი დადასტურებული საფუძველი არ ექნებოდა!! ამიტომ თავის მართლებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის გადბრალების მიზნით ოკუპანტის სასარგებლოდ ორი მაგარი სისულელე და აღიარებითი ჩვენება მისცა:
ეს მუხლი იმიტომ ჩაიდოო, რომ სხვა მუხლებში რუსეთის აგრესისა და ეთნუკური წმენდის შესახებ ითქვაო! საქმე იმაშია, რომ ომის საქართველოს მიერ დაწყების დაფიქსირება გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში და თან საქართველოს დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა (ანუ აღიარება) ფაქტიურად ამართლებს რუსეთის ქმედებებს და მკვეთრად ასუსტებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო დონეზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა რა წერია სხვა მუხლებში. რაც რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებშია!. ვფიქრობ აქ იკვეთება ქვეყნის ღალატის სერიოზული ნიშნები!
ბოკერიამ თქვა, რომ ეს მუხლი კომპრომისის შედეგი იყოო! ჩნდება კითხვა ვისთან იყო ეს კომპრომისი, თუ რუსეთის დელეგაციამ მხარ არ დაუჭირა რეზოლუციას? მითუმეტეს რომ ევროსაბჭოს საპარამენტო ანსამბლეაში მონაწილე ქავეყნების დელეგატთა ხმების რაოდენობა ჩვენს გარეშეც საკმარისი იყო ამ რეზოლუციის მისაღებად, რომელშიც ფაქტიურად წერია, რომ „ომი საქართველომ დაიწყო“! ხომ არ იყო ესეც რუსეთთან ფარული მოლაპარაკებების შედეგი?
დასკვნები თქვენთვის მომინდია!“ - წერს გაჩეჩილაძე.