სარალიძე

სარალიძე "ოცნების" ოფისთან მივიდა და პარტიის შეკრებაზე შესვლას ითხოვს

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძე "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდა და შეკრებაზე შესვლას ითხოვს, თუმცა მას ამის საშუალებას საპატრულო პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველები ამბობენ, რომ შიგნით "ღონისძიება მიმსინარეობს", რომელიც დახურულია.

სარალიძის თქმით, მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბარი სურს.

"იქ არიან ადამიანები, რომლებსაც მინდა ვთხოვო დახმარება და რატომ მიზღუდავთ ამ უფლებას ვერ ვხვდები" - მიმართა სარალიძემ პოლიციას.