სხვადასხვა კანის ფერის მქონე ტყუპები 7 თვისები არიან. ასაკის მიუხედავად, ისინი სუპერვარსკვლავები გახდნენ და Instagram-ში თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავთ.
ტყუპი იზაბელა და გაბრიელა შიპლები სხვადასხვა კანის ფერით დაიბადნენ. ეს უნიკალური შემთხვევაა, რამაც დები ქსელის ვარსკვლავებად აქცია. Iნსტაგრამ-ში მათ ყოველდღიურად განიხილავენ. იყო მოსაზრება, რომ ტყუპი სხვადასხვა მამისგან ჩაისახა, მაგრამ ექიმები ამ მოსაზრებას უარყოფენ და ამ შემთხვევას მართლაც არაორდინარულად განიხილავენ.
ტყუპის დედას მოსწონს ხალხის მისი შვილებისადმი ასეთი ყურადღება. და მიუხედავად ნეგატიური კომენტარებისა, მაინც გააგრძელებს ქსელში დების ფოტოების გამოქვეყნებას.
"ნეგატივი - მედლის მეორე მხარეა. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ჩემს გოგონებს თბილი სიტყვებით ახსენებს. გაბოროტებულ ხალხზე კი არც ვფიქრობ".