ოქუაშვილი: მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში... როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს

ოქუაშვილი: მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში... როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ყველა პირი, ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა დავალებების ადრესატია და შეხვედრების დროს ესმოდა თუ როგორ ახორციელებდნენ ეს პირები სასამართლოსა თუ პროკურატურაზე ზეწოლას.

"მაგათ უნდოდათ, რომ 50% წაეღოთ პარტიაში, 25-25% როგორც სოციალიზმში მყოფ ფირმებს გაეყოთ თანაბრად სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით და ეს ბიზნესი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად გამყარებული იმ პატენტზე, რომელიც "ომეგას" საკუთრება იყო. მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ. ამ შეხვედრების დროს მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში. მესმოდა როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს,“ - ამბობს ოქუაშვილი.