რას მოითხოვენ “ნაჯაორაშვილები”? პოლიციამ მშვიდად უყუროს როგორ იღუპება თაობა?

რას მოითხოვენ “ნაჯაორაშვილები”? პოლიციამ მშვიდად უყუროს როგორ იღუპება თაობა?

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი, რამდენიმე დღის წინ კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებას ეხმაურება. ნაჯა ორაშვილის თქმით, გვიან ღამით კლუბთან ადამიანების, მათ შორის ტურისტების ჩხრეკას და დაკავებას ინტენსიური ხასიათი მიეცა, რის გამოც კლუბის დახურვას და ქვეყნის დატოვებას აპირებს.

"რა ვერ გავიგე, იცით? რატომ უკვირს ნაჯა ორაშვილს რეიდები კლუბებში, კლუბებთან და ა.შ.. მხოლოდ საქართველოში? (ლანძღვა-გინებები არ დაიწყოთ, კორექტულად! ძალიან გთხოვთ ) დავიჯერო, არ იცის, რომ ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჰოლანდიაში, ინგლისში, გერმანიაში... ა.შ... განსაკუთრებით მკაცრად და საკმაოდ უხეშად, რასაც ნამდვილად არ აკეთებს ქართული პოლიცია, ისრაელში და უკრაინაში (განსაკუთრებით უხეში და ხშირად სასტიკია პოლიცია)?.. იქნებ არ იცის და მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ გაურკვეველი წარმოშობის და ქიმიური შემადგენლობის ნარკოტიკების მომრავლებასთან დაკავშირებით, საქართველოშიც და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან დაიძაბა ვითარება, ე.წ. "კლუბური ნარკოტიკების" გამო, ახალგაზრდებში, მოიმატა სამედიცინო დახმარების სასწრაფო აუცილებლობებმა, ასევე, გახშირდა სიკვდილის შემთხვევებიც და ჯერჯერობით , ყველაზე ეფექტური, რეიდები და ჩხრეკებია, რადგან სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებამ აზრი დაკარგა , "ნარკოტიკების" გაურკვეველი წარმოშობის გამო, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია დაგეშვა, რადგან ძალიან ბევრი სახეობისაა და სისტემატიურად იცვლება ქიმიური შემადგენლობებიც... მოკლედ, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ექიმები და პოლიციელებიც თავს იტეხენ თუ როგორ ებრძოლონ ამ ახალ ჭირს, რაც სინთეტიკური ნარკოტიკების კატასტროფულმა მომრავლებამ გამოიწვია...

და რას მოითხოვენ ეს ჩვენი ე.წ. "ცნობადები" , პოპულარული ადამიანები, რომ საქართველოს პოლიციამ გულზე ხელები დაიკრიფოს და მშვიდად უყუროს როგორ ავადდება და იღუპება სრულიად საქართველოს ახალგაზდრობა, კაცმა რომ არ იცის , როგორ აისახება ეს ყველაფერი დემოგრაფიაზე და როგორ იმოქმედებს შთამომავლობის ჯანმრთელობაზე ეს უბედურება, ასაკოვანებს ვინ ჩივის, რა უნდა მოიმოქმედონ სამართლადამცავებმა, "ნაჯაორაშვილების" აზრით?!."- წერს მანჩო გიორეგობიანი.