ხვალ, 10:00 საათზე „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრაა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებიან. 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება.