პოლ მაკარტნიმ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

პოლ მაკარტნიმ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის წევრმა, სერ პოლ მაკარტნიმ ახალ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა დაასრულა.

 

ამ სურათის სახელწოდებაა “The Love We Make” და ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებულ ტერაქტს.

 

დოკუმენტური ფილმის სათაური, “The Beatles”-ის 1969 წლის ალბომი “Abbey Road”-ში შესული კომპოზიცია “The End”-ის ოდნავ სახეშეცვლილი ტექსტის ნაწილია.

 

2001 წლის 20 ოქტომბერს პოლ მაკარტნიმ ნიუ-იორკში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა და მისი შემოსავალი ტერაქტის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადასცა. იმ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დევიდ ბოუიმ, მიკ ჯაგერმა, კიტ რიჩარდსმა, ერიკ კლეპტონმა და რეპერმა Jay-Z-იმ. ამ დოკუმენტურ ფილმში იმ კონცერტის პერიპეტიებს დიდი ადგილი უკავია.

 

ამ სურათში ყველა ზემოთჩამოთვლილ მუსიკოსთან ვრცელ ინტერვიუს ვიხილავთ. ამის გარდა ფილმში შესულია ეპიზოდები ლეონარდო დი კაპრიოს, სტივ ბუშემის, ჰარისონ ფორდისა და ბილ კლინტონის მონაწილეობით.

 

ფილმში ასახულია პოლ მაკარტნის საუბრები ნიუ-იორკის ჩვეულებრივ მაცხოვრებლებთანაც.

 

დოკუმენტური ფილმი “The Love We Make” ეკრანებზე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გამოვა და დაემთხვევა ამ ტერაქტის ათი წლისთავს.