დავით ოქიტაშვილი „ნაციონალებს“: საინტერესოა, თქვენი სამშობლოს წინაშე ეს ღალატი რა ფასად გიღირდათ?

დავით ოქიტაშვილი „ნაციონალებს“: საინტერესოა, თქვენი სამშობლოს წინაშე ეს ღალატი რა ფასად გიღირდათ?

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„SOS! SOS! SOS!

2011 წელს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე და ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ომიც დამთავრებული იყო, ტერიტორიებიც დაკარგული, ჩვენი გმირი მებრძოლი ახალგაზრდები მოკლულ-ნაწამები რუსი ოკუპანტების მიერ და ჩვენი ასი ათასობით მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული, რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად წყალივით სჭირდებოდა საქართველოს მხარდაჭერა და მან ეს მიიღო. ვიღაცამ დაგავალათ „ჩვენი მეგობრებიდან“ თუ რაღაც გარიგებას ჰქონდა რუსეთთან ადგილი ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში თქვენ წახვედით ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ჰოდა, ახლა დააყენეთ ეგ ერთი ადგილი და სხვას ნუ სწამებთ ცილს იმაში, რაც თქვენ თვითონ ხართ. საინტერესოა, თქვენი სამშობლოს წინაშე ეს ღალატი რა ფასად გიღირდათ? იქნებ საზოგადოებას გასცეთ პასუხი?“ - წერს ოქიტაშვილი.