ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის უფლებების დამცველის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ის შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე დაასრულებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას და ამხელს ზაზა ოქუაშვილს.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს რომ ბრიფინგს უახლოეს მომავალში გამართავს.
„მივმართავ ქართულ მედიას და მთელს საზოგადოებას!
ხვალ ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს, სადაც წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერებით წარმოებულ ბინძურ კამპანიას.
ხვალ, ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება!!!" - ნათქვამია ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.