ხათუნა ხოფერია: წლებია ჯამბულის აუტანელი ტკივილი მტკივა... წლებია ვუყურებ, როგორ ღირსეულად გლოვობს თავის ბიჭს...

ხათუნა ხოფერია: წლებია ჯამბულის აუტანელი ტკივილი მტკივა... წლებია ვუყურებ, როგორ ღირსეულად გლოვობს თავის ბიჭს...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მოკლული გიორგი გამცემლიძის მამის, ჯამბულ გამცემლიძის პოსტს ავრცელებს და აქვე შემდეგი სახის კომენტარს ურთავს:

„ჩვენი შვილების მკვლელებთან რა გინდათ რა, რამ გადაგრიათ ბიჭო. ღმერთო იხსენ ეს ცოდვილნი განსაცდელისაგან... რომ თხოულობთ დაგვიდექით გვერდითო, ისიც თქვით, როგორ, როგორ დაგიდგეთ გვერდით, როცა ვინც გვერდით გიდგათ ისინი ჩვენი შვილების მკვლელები არიან. მოეგეთ ჭკუას. ადამიანი ხომ ფიქრისათვის გააჩინა უფალმა, რას ჩადით რას“...

„ჯამბულ გამცემლიძეს უმაგრესი შვილი სახლის წინ, მანქანაში მოუკლეს პოლიციელებმა... მიშას, ბოკერიას, ვაშაძის, ბაქრაძის პოლიციელებმა...

წლებია ჯამბულის აუტანელი ტკივილი მტკივა... წლებია, ვუყურებ, როგორ ღირსეულად გლოვობს თავის ბიჭს...

ბატონო ჯამბულ, კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და მადლობას გიხდით იმ ვაჟკაცური ჭირისუფლობისთვის, რომლის მაგალითიც გვიჩვენეთ...

მკვდარსაც აქვს ღირსება და გაფრთხილება უნდა!“ - წერს ხათუნა ხოფერია.