ნიკა ჩიტაძე: მაინტერესებს, ელისაშვილმა რატომ შეიცვალა პოზიცია

ნიკა ჩიტაძე: მაინტერესებს, ელისაშვილმა რატომ შეიცვალა პოზიცია

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბარში თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს აკრიტიკებს და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. მისი შეფასებით,  ელისაშვილი თავის დროზე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და მისი ლიდერების სწორედ ისეთ ქმედებებსა და განცხადებებზე ხუჭავდა თვალს, რომლის გამოც დღეს მმართველ პარტიას უპირისპირება.

„მაინტერესებს პოზიცია როგორ შეიცვალა და რატომ თავის დროზე ვერ აცნობიერებდა იმას, თუ რას წარმოადგენდა „ქართული ოცნება“. დღეს აკრიტიკებს, მაგრამ თავის დროზე თვითონ უწყობდა ხელს იმ აგიტაცია-პროპაგანდას, რაც „კავკასიის“ ეთერში ხდებოდა.

„ბატონმა ივანიშვილმაც ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. ალბათ გვასხოვს მისი პირველი პრესკონფერენცია. იმ პერიოდში რატომ მისცა ხმა ივანიშვილს? გამოდის, რომ მაშინ ივანიშვილის განცხადება ომთან დაკავშირებით მისაღები იყო და დღეს ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება იგივე თემაზე - მიუღებელი. რატომ გააჩნია მას ორმაგი სტანდარტები?“ - განაცხადა ჩიტაძემ.