ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ ილონ მასკი თაღლითობაში დაადანაშაულა. იგი იძულებულია "ტესლას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს პოსტი დატოვოს და დაზარალებულ ინვესტორებს 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაუხადოს.
კომისიამ და ბიზნესმენმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ილონ მასკმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს თანამდებობა 45 დღიან ვადაში უნდა დატოვოს და უახლოესი 3 წლის განმავლობაში პოსტზე დაბრუნების უფლება არ ექნება. თუმცა ამავე დროს ილონ მასკი კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას შეინარჩუნებს.